მშობლის ბავშვთან ურთიერთობისა და სწორი აღზრდის საკითხებზე ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა. მან განაცხადა რომ მშობელს შვილის გრძნობის ამოცნობა უნდა შეეძლოს.
„ხშირად ამბობენ: „წარბს რომ ავუწევ ჩემს შვილს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს.“ ეს ძალიან ცუდია. ბავშვი რომ წარბს აწევს და შენ, მშობელი თუ მიხვდები, რა უნდა გააკეთო, ეს უკეთესია. ეს ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ბავშვის გრძნობა ამოიცნო. წლის და რვა თვის ასაკამდე ყოველთვის შენ უნდა ამოიცნო ბავშვის გრძნობა,“ - ამბობს ჩიჩუა.
მისივე თქმით, მშობელი, რომელსაც არ ესმის შვილის, ვერ იქნება ბავშვისთვის ავტორიტეტი.
„ბავშვი ტირის, დაეცა, ეტკინა რამე. თუ ეუბნები: „გაიზრდები და დაგავიწყდება,“ ე.ი. არ გესმის მისი და ვერასდროს იქნები ის ავტორიტეტი, რაც უნდა იყო. თუ მიხვდი, რომ ბავშვს ეტკინა, დაცემულთან დაიხრები, ფიზიკურადაც მის დონეზე ეცდები ყოფნას და ეტყვი: „გეტკინა ხომ?“ აი, შენი ავტორიტეტი! შენ მისი განცდა ამოიცანი. ზოგჯერ დედები იმდენად სცოდავენ, ღამის ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა დედები, რომლებიც ძირითადად არიან ინტერნეტში. დედობის ინსტინქტი ვერ სძლევს ამ ცდუნებას, რადგან ინტერნეტდამოკიდებულებაც ჩვეულებრივი დამოკიდებულებაა. ნუ ვეტყვით საკუთარ თავს საკუთარ ბედნიერებაზე უარს, ამას ნუ ჩავახშობთ,“ - ამბობს ფსიქოლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს - ვისთვის არ შეიძლება ანალგინის დალევა?
ახალმა ქართველმა მილიარდერმა ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო
წყარო: www.facebook.com