Digest Logo

„ამიერიდან ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - რას წერს თეა წულუკიანი

1626959580
წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა. მას ხელში „მთავარის" მიკროფონი უჭირავს და ამბობს, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით ისაუბრებს.

„დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ",- წერს თეა წულუკიანი.⭕ასევე დაგაინტერესებთ:

მაშველებმა ხევში ქალის ცხედარი იპოვეს - რა მოხდა სოფელ სადგერთან

„გადაყარე ეს ნაჭრის მაიმუნობა პირბადეები" - ია ფარულავა საზოგადოებას მიმართავს

ბათუმის ბულვარში დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია