Digest Logo

„არ აიცრა. ახლა ინტენსიურ განყოფილებაშია... იმედია გამოძვრება ჩემი მეგობარი“- გოგი გვახარია

1628664664
კონოთმცოდნე გოგი გვახარია

ჟურნალისტი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მეგობარი, რომელმაც აცრა არ გაიკეთა ინტენსიურ განყოფილებაში წევს.

მისი თქმით, აუცილებელია ქუჩაში იარონ ადამიანებმა და ხალხს ვაქცინის გაკეთება დააძალონ.

„ბაკურიანის კინოფორუმზე ჩემს ერთ მეგობარს და კოლეგას ვკითხე, აიცერი მეთქი და არა, მეშინიაო. დიდხანს ველაპარაკე, ვეხვეწე, დავცინე, ვეჩხუბე... ყოველდღე ვუმეორებდი, კინოზე ლაპარაკს როცა იწყებდა, აცრაზე.

გადავდიოდი, ბოლოს დამპირდა, ჯანდაბას შენი თავიო. მაინც არ აიცრა. ახლა ინტენსიურ განყოფილებაშია.

ამ დროს თავს დამნაშავედ გრძნობ. ყველამ დამნაშავედ უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან არ დავდივართ ქუჩა-ქუჩა და ხალხს არ ვაძალებთ, რომ აიცრან, იმედია გამოძვრება ჩემი მეგობარი“- წერს გოგი გვახარია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დღე, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა პანდემიის დაწყებიდან... სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თო მის გა­დაყ­ვა­ნა­ში კლი­ნი­კა­ში... სამ­წუ­ხა­როდ უშე­დე­გოდ“ - ანი გიუნტერი

„სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა… ვუყურებდი როგორ კვდებოდა, სასწრაფოს 4 საათი და 25 წუთი ველოდეთ“ – რა მოხდა მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახში

„მე ფილტვის დაზიანება 19 მაქვს, ინეზას 20, მამაოს 18. თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები... გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა“ - მძიმე კოვიდ ისტორია