სარკე სტუდიას დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ბახია სტატუსს აქვეყნებს. ბახია ფიქრობს, რომ ადამიანების დამცირება იმის გამო რომ მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ უნდა არასწორია. ბახიას აზრით, ბულინგი და საჯარო დამუნათება ადამიანებს კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობს პრეპარატის მიმართ.
„ანტივაქსერი, ხო ის არის ვინც ვაქცინის საწინააღმდეგოდ იბრძვის...
ვინც უბრალოდ არ იბრძვის და თავის თავთან არ სურს აცრა, შენ მაინც ანტივაქსერს ეძახი. საერთოდ კიდია რა. არ ეშინია.
ზოგი არის, ვისაც პირიქით ეშინია. ჩვეულებრივად ეშინია რა, როგორც შენ ათასი სი***ბის გეშინია ტყუილად.... და შენ მას ებრძვი, შიშს კი არ უამებ... შენც გეშინია კორონასი და იმიტომ არის რომ ასე აბულინგებ ვისაც ეშინია აცრის.... არ უნდა წამლის შეყვანა სხეულში...
ვიღაცისთვის საერთოდ რელიგიური მრწამსი უკრძალავს, და შენ ბნელს უწოდებ... მაგრამ შენ თავად რელიგია ხარ, ვაქსერის... არაფერი იცი რეალურად ვაქცინის შესახებ, შენი სხეულის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მედიცინის შესახებ, და გჯერა.... და ცდილობ ბნელს ნათელი მოჰფინო... ისიც იგივეს ცდილობს...
აშეიმინგებ, ამცირებ, და შეურაცყოფებს აყენებ, ისე რომ არაფერი არ იცი, რატო და რანაირად ფიქრობს ის...
ახლა დაფიქრდი ვინ მოგცა ამის უფლება? თავად თუ გონება არ გაქვს დაბინდული, ამას როგორ გაბედავდი...
აიცერით, ვისაც სურვილი გაქვთ... ურჩიეთ ვისაც გინდათ.... მაგრამ ბულინგი, შეიმინგი და მით უმეტეს კლასობრივი გაყოფა - აცრაზე ჩაწერილი ვარ, მაგრამ შეიძლება გადავიფიქრო, და თუ გადავიფიქრებ იმის გამო რომ ასე ბოროტად იქცევით... ეგრე თუ გააგრძელეთ....
ხომ არ შეგახსენოთ რა იკადრეთ, როცა პირველი 30000 შემოვიდა, დაესიეთ - ჯერ მე გადავრჩე არა ჯერ მე.... ზოგმა მოაყომარა კიდეც, ზოგმა ვერა, მაგრამ თუ ცდილობდით ძალიან დარეგისტრირებას და პირველ 30000-ში აუცილებლად მოხვედრა, მაინც დასევა ჰქვია... ჯერმე, ჯერმე - ს, ხალხი ახლა ბულინგით არის დაკავებული....
არ გაბედოს ვინმემ ანტივაქსერი მიწოდოს, ყველანაირ ლოგიკურ ჯაჭვში გავკვანძავ... მე ვიცავ სიმართლეს, და სიმართლე არის რომ თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ საზოგადოება კიდევ ახალ კლასებად დაყოთ.
რჩევა, ახსნა, განმარტება, შიშის გაქრობა რაც გინდათ ქენით, მაგრამ დაცინვა, ბნელის წოდება, იძულება, არ შეშვება, და მოკლედ სხვა კლასობრივი გაყოფა არის ბოროტება ჩემო კარგებო.... ბ ო რ ო ტ ე ბ ა... და მოგეთხოვებათ ამაზე პასუხისმგებლობა მას მერე რაც გაიაზრებთ, ძველი გეპატიებათ...
(ვისაც არგუმენტი აქვს რომ ვინც არ იცრება მკვლელია, უბრალოდ არ გესმით - არც მორალის, არც სამართლის, არც არანაირი კრიტერიუმით ეს სიმართლე არ არის. ვისაც არ უნდა მოკვდეს აიცრება, ვისაც უნდა გარისკოს ის იმის სიცოცხლეს ვერ გარისკავს ვისაც არ უნდა მოკვდეს და ამიტომ აიცრა... აბა რისთვის აიცრა თუ აუცრელისგან სიკვდილი გეშინია მაინც? ხო გიცავს, თუ არ გიცავს ამას რატო სთხოვ აცრას?)“ - წერს ლევან ბახია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
5 697 ინფიცირება, 2713 გამოჯანმრთელება, 54 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში