„ტვ პირველის" ჟურნალისტი, მაია მამულაშვილი სოციალურ ქსელში თავის პირადზე საუბრობს. ამბობს, რომ საქმრომ მიატოვა და დაგეგმილი ქორწინება ბიჭის უარის გამო ჩაეშალა.
„ცხოვრებაში არასოდეს გამომიფენია ჩემი პირადი საჯაროდ. სამი წელია ვფიქრობ, რომ ის ერთადერთი ვიპოვე. ამაში დარწმუნებული ვარ უამრავი რამის გამო. ვფიქრობ, რომ გამიმართლა და ის ერთი ვიპოვე იმიტომ, რომ ეს არ ხდება ყოველთვის. სიყვარულით შეიძლება ბევრჯერ გიყვარდება, მაგრამ არ ნიშნავს რომ ის ერთადერთი იპოვე. დღეს რაჭაში მივდიოდით და ვაპირებდით, ერთმანეთი რომ ვიპოვეთ ეს აღგვენიშნა და ოფიციალური სახე მიგვეცა. ამისთვის მთელი სამსახური გადავდგი, რათა შვებულება ამ პერიოდში მქონოდა. ვიარე კაბებზე და ვიყიდე ლამაზი თეთრი კაბა. დილით ჩავალაგე ყველაფერი და მწერს, რომ ოჯახის კაცი არაა. ეს არაა რაღაც უბრალოდ სიყვარული რომ მთავრდება... ღმერთი რომ შანსს გაძლევს იმ ერთადერთს შეხვდე და ამას არ იყენებ რაღაც სულელური აკვიატების გამო, ამას ალბათ დაკარგვის მერე ხვდები. ბოდიში ყველას, ვინც ემზადებოდით ჩემი დღისთვის", - წერს მაია მამულაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇