Digest Logo

„გვამები საავადმყოფოდან ჯერ გატანილი არ ჰქონდათ, რომ მძიმე პაციენტებით შეავსეს გამოთავისუფლებული საწოლები“ – გელა მთივლიშვილი

1628579853
გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრის „მთის ამბების"  ქსელის რედაქტორი, გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ მეგობარს ესაუბრა და უთხრა, რომ მის კლინიკაში კორონავირუსით 5 ადამიანი დაიღუპა.

„უმძიმესია ამბებია ჩვენს გარშემო. მეგობარს ვესაუბრე, ერთ-ერთი კლინიკის დირექტორია. წუხელ 5 პაციენტი დაიღუპა მის კლინიკაში. პატარა სამედიცინო ცენტრია თან, დიდი არა. გვამები საავადმყოფოდან ჯერ გატანილი არ ჰქონდათ, რომ მძიმე პაციენტებით შეავსეს გამოთავისუფლებული საწოლები. ამასობაში, ამბავი დამეწია, კორონავირუსით ჩვენი მეგობრის ახალგაზრდა მეუღლის გარდაცვალების შესახებ. აიცერით აუცილებლად. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და სხვა ადამიანებს. აცრის შემდეგაც ატარეთ პირბადე. როგორმე ავიტანოთ, სიკვდილს და ასეთ სიმწარეს ნამდვილად ჯობია! მე ავიცერი (პირველი აცრა, მეორეს ველოდები), რამდენიმე თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. ხვალ ჩვენი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აიცრება. როგორმე უნდა შევძლოთ და შევამციროთ, ვირუსის და ვაქცინაციის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, უნდობლობა, უტვინო და მავნებელი ჩინოვნიკები თავისი ქცევებით ყოველდღე რომ ზრდიან!”,- წერს გელა მთივლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ვიყიდე ლამაზი თეთრი კაბა. დილით ჩავალაგე ყველაფერი და მწერს, რომ ოჯახის კაცი არაა" - ჟურნალისტის უიღბლო სიყვარულის ამბავი

ხელოვნური სუნთქვის აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

5 697 ინფიცირება, 2713 გამოჯანმრთელება, 54 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში