დღეს, 2 დეკემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს.
როგორც ცნობილია, დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ხელისუფლებამ აქცია ძალისმიერი მეთოდით დაშალა. დავითაშვილი წყლის ჭავლით დაშავდა.
მის გარდაცვალებას ბევრი ადამიანი გლოვობს და ემოციური პოსტებით აცილებენ.
„არ გაიხარონ თქვენმა მკვლელებმა“,- წერს სოცილაური ქსელის მომხმარებელი.
„კობა, ჩვენები მიდიან, ჯალათები მოდიან“,- წერს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.
აგრეთვე, დავითაშვილის გარდაცვალებას, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი რეპონდენტი იყო.
„ნათლიას“ მეძახდა.
პირველი ინტერვიუ მასთან მე ჩავწერე და ჩემთვის კარგი ფეხი გაქვს, მას შემდეგ აღარც ჩამოვსულვარ სცენიდანო, ხუმრობდა...
ჟურნალისტებმა იციან რას ნიშნავს რეპონდენტის მხრიდან ასეთი შეფასება და მეც მიხაროდა
ძალიან დამწყდა გული, ასე ახალგაზრდა...“- წერს ჟურნალისტი.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
რასაც სურათზე პირველად დაინახავთ, გამოხატავს თქვენს ქვეცნობიერ შიშებს ურთიერთობების მიმართ - ტესტი
ეს იაპონური ტესტი გვიხსნის ურთიერთობების იმ საიდუმლოებებს, რომელთა შესახებაც არც კი ვიცოდით