Digest Logo

„არ მიჰბაძოთ ჩემპიონებს, რომლებიც სპორტის დაუწერელ კანონებს არღვევენ!...ვეძებ ქართველ სპორტსმენს, რომელსაც შეუძლია ამის თქმა“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი

1629444550
თაკო კეშა

ჟურნალისტი, თამუნა კეშელავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მიმართავს.

 როგორც ის წერს, სურს, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც აღიარებს და იტყვის, რომ ე.წ. „საქმის გარჩევა“დანაშაულია.

„ვეძებ სპორტსმენს, ვეძებ კაცს, ვეძებ ქართველ კაცს, რომელიც გამოვა და იტყვის:

საქმის გარჩევა დანაშაულია!

სპორტში კრიმინალის ადგილი არაა!

არ აიღო იარაღი და არ გაიმეტო ადამიანი მოსაკლავად, რადგან მეორე მხარესაც შეიძლება უნდოდეს სიცოცხლე და თავი დაიცვას!

გაუფრთხილდით სიცოცხლეს, ბიჭებო, ერთმანეთის სიცოცხლეს გაუფრთხილდით, თორემ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ვერ დაგიცავთ, იარაღით გარჩევებზე წასულებს!

არ მიჰბაძოთ ჩემპიონებს, რომლებიც სპორტის დაუწერელ კანონებს არღვევენ!

არ მოინდომო დაჩაგვრა!

არ მოინდომო წართმევა!

გახსოვდეს, როგორც შენ გყავს დედა და ძმა, ცოლი და შვილი, ისე ჰყავს სხვასაც!

კაცმა მის საქციელზე პასუხი უნდა აგოს!

არ დავუშვებთ, კრიმინალური გარჩევები დამკვიდრდეს ისევ ქვეყანაში, დავდგებით სპორტის და მომავალი თაობის სადარაჯოზე!

არ გაგყიდით ფულსა და ძალაუფლებაში!

არ გადაგაყოლებთ ჩვენ მეგობრებს, ბავშვებო!

არის ამის მთქმელი კაცი სპორტში?

დარჩა ამის მთქმელი კაცი სპორტში?

ვეძებ ქართველ სპორტსმენს, რომელსაც შეუძლია ამის თქმა ჩვენი შვილებისთვის! თორემ, ეს სიჩუმე ისეთი ავის მომასწავებელია! ისეთი დამზაფრავი!“- წერს ჟურნალისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„თავისუფლება ზურაბ ზვიადაურს!" - ოლიმპიური ჩემპიონის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

🔵„მე ასეთი ზურაბ ზვიადაური მიყვარდა... მინდოდა, გმირად დაბერებულიყო... გმირები ან ციხეში მიდიან, ან მიწაში“...

🔵„რამხელა ტკივილია, დაჯერებაც არ მინდა" - ნახეთ, ვინ დაეღუპა მარიამ კუკუნაშვილს