განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
„ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს,რომელმაც ბევრჯერ ასახელა ჩვენი სამშობლო და ბევრჯერ გაგვახარა ,ახლა მძიმე დღეები უდგას ბრალდებულია ძმის მკვლელის მკვლელობის საქმეში .ზურაბ ზვიადაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მოხდა მძიმე ტრაგედია ,ზურას ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე ,17 წელი ელოდა ნანატრ შვილს ,გთხოვთ მოაწეროთ ხელი და წარვუდგინოთ ხელმოწერები პროკურატრას და სასამართლოს რათა ზურაბ ზვიადაურს შეუმსუბუქდეს სასჯელი და გათავისუფლდეს,მას ის ტრაგედიაც ეყოფა რაც მის თვალწინ დატრიალდა.ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა", - ნათქვამია Manifest.ge-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს, 18 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ბოკერიას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა