Digest Logo

„არ მინდა ჩემი შვილის არც ეგეთი ფანი და არც გულშემატკივარი...“ - რამ შეაშფოთა მაიკო კაჭკაჭიშვილი

1628520121
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მაიკო ტყუპი ბიჭის დედაა. დათუნას საზოგადოება კარგად იცნობს „იქს ფაქტორიდან,“ თუმცა, ამ ეტაპზე, აქტიურად არაა ჩართული სასიმღერო კარიერაში.

მიუხედავად ამისა, არსებობს მისთვის უცნობი ადამიანი, რომელსაც ფეისბუკ ექაუნთი დათუნას ფოტოებით აქვს აჭრელებული, უნებართვოდ.

მაიკო სწორედ ამის შესახებ აქვეყნებს სტატუსს და საზოგადოებას მიმართავს.

როგორც ირკვევა შუახნის კაცს სოციალურ ქსელში მაიკოს შვილის რამდენიმე ექაუნთი აქვს გაკეთებული, სადაც დათუნას უამრავი ფოტო უდევს.

„მეგობრებო, რაღაც მინდა გკითხოთ, ამდენი წლის შემდეგ გადავწყვიტე და მაინტერესებს თქვენი აზრი.
მოკლედ!

დათუნა იქსფაქტორზე იყო 11 წლის, ახლა 17 წლისაა, ანუ 6 წელია ჰყავს „ფანატი“, ასე დავარქმევ, იმიტომ რომ რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ეგ გულშემატკივრობა აღარაა, უფრო ფანატიზმია.

აქვს რამდენიმე ფეისბუკი, სადაც მარტო დათუნას სურათებით აქვს სავსე, დაწყებული პატარაობიდან დღემდე! მე დავბლოკე ყველგან და მაინც ცდილობს სხვა ექაუნთებიდან შემოღწევას. ანუ ტიპი არ “მაზავს” არც ერთ სურათს, ვიდეოს, ისეთი სურათები უდევს, მეც რომ არ ვიცი, ალბათ ჩუმად გადაღებული. ჰოდა მე აღარ მომწონს ეს ამბავი.

ადრე, კარგი, გასაგებია, მოსწონდა ნამღერი და გულშემატკივრობდა, მაგრამ კაცია უკვე ჩემი შვილი და შემოქმედებითად გაჩერებულია ფართო მასებისთვის, მხოლოდ მეცადინეობს და მაინც დათუნათი აქვს გადაჭედილი ყველა ექაუნთი.

ჰო და მე ეს არ მეჯანსაღება კი არა ნერვები მეთხრება უკვე, არ მინდა ჩემი შვილის არც ეგეთი ფანი და არც გულშემატკივარი.
ეს არის ავადმყოფობა. გამომიყვანა რა ჯონ ლენონი ეს ბავშვი.
ხო და, სანამ ვიპოვე და ციხეში წავედი, მითხარით, სწორად მეშინია, თუ ხდება ხოლმე?“- წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

⏺აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ღალატს არ აქვს გასამართლებელი საბუთი, მაგრამ თათასნაირი ქალი ბევრია“ - „ჩცდს“ ფინალური სერიის განხილვამ სოცქსელი სრულად მოიცვა

7 „გავლენიანი ქალი“, რომლებსაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ - ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი?

ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები