
ამერიკული მეგა შოუ „ნიჭიერი“ 15 წლის ქართველი მომღერლის ალექსანდრე ზაზარაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მომღერალმა საკუთარ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში დაჯილდოების კადრები გამოაქვეყნა.
„ნახეთ ვინ არის გამარჯვებული კონექტიკუტის ნიჭიერის! მეე! მიყვარხართ ყველა ვინც მგულშემატკივრობდით!
ყველა ადამიანი ვინც მოხვედით და დამაფასეთ! არ მჯერააა! ჯერ კიდევ შოკში ვარ“, - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.
ალექსანდრე ზაზარაშვილი მეგა შოუს ფინალში 21 ნოემბერს ოქროს ღილაკით მოხვდა.
ნიჭიერის დასკვნითი ნაწილი კი საქართველოს დროით 4:25 საათზე დაიწყო და 7:30 წუთზე დასრულდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა