19 დეკემბერს 2021 წლის ბოლო სავსემთვარეობაა. როგორც წესი, სავსე მთვარე ენერგიის მოჭარბებასთან, აგრესიასა და კონფლიქტთან ასოცირდება, თუმცა მთლად ასეც არაა, ამ დღის ენერგიების სასიკეთოდ გარდაქმნა შესაძლებელია, მთავარია დღეს პროვოკაციებს არ აჰყვეთ.
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სავსემთვარეობის მთავარ ტენდენციებზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ დღევანდელი დღე მთელი წლის შეჯამება იქნება. მისივე თქმით, ამჯერად სავსე მთვარესთან მზეც და სხვა პლანეტებიც ჰარმონიულ ასპექტშია, რაც მძიმე ენერგიების მარტივად გადაგორებას შეუწყობს ხელს.
„მზისა და მთვარის ოპოზიცია მშვილდოსნისა და ტყუპების ღერძის 27°-29°-ზე - რას ნიშნავს? რას და წლის ბოლო სავსემთვარეობას. ეს დღე იქნება ფინალური აკორდი მიმდინარე საქმეების რეზიუმირებისათვის. ფილოსოფიური განწყობა და „ასეთია, ცხოვრება ჩემო კარგო“ - დამოკიდებულება ამ დღეს ხშირად თან ახლავს ხოლმე. თუმცა მშვილდოსანი რისი მშვილდოსანია, რომ ყურები ჩამოყაროს და ფარ-ხმალი დაყაროს? ის მაინც ოპტიმიზმით აღგვავსებს და შობა-ახალი წლის მოლოდინს იმედებს გაურევს, რომ იქნებ მომდევნო წელი მაინც გამოდგეს უკეთესი.
იუპიტერს ამ ჯერად მზესთანაც და მთვარესთანაც ჰარმონიული ასპექტები აქვს და ესეც იმედის მომცემია... მხოლოდ ნეპტუნის კვადრატები არ მომწონს მე პირადად აქ - ილუზიებში გადავარდნა იცის და ამიტომ, ნამეტანი ბევრსაც ნუ მოვითხოვთ...
მარსს დაღმავალთან აქვს მჭიდრო შეერთება და როგორც ჩანს, სამყარო კიდევ ერთხელ გვეუბნება - არა აგრესიასო. სჯობს დავუჯეროთ.
მთვარე ტყუპებშია, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაჟღერდეს ე.ი. დააკვირდით აბა, რა ინფორმაციას მიიღებთ ამ ორი დღის განმავლობაში. შესაძლოა, ეს ამბავი კიდევ სხვა ამბის გასაღები აღმოჩნდეს ... უცნაური. უცნაური მოზაიკა ლაგდება თანდათან... პაზლი ეწყობა... ვნახოთ, ბატონებო, როგორი იქნება ამ სპექტაკლის ფინალი“, - წერს ხათუნა ნოელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა
🔵„ეს არის ოცნებების ასრულების დღე“ - მიხეილ ცაგარელი გვასწავლის, რა გავაკეთოთ 21 დეკემბერს