Digest Logo

„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა

1639893525
ასტროლოგი ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:00-დან 13: 44 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის მშვილდოსან-ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე დაპირისპირების შედეგად მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. არაა გამორიცხული გახდეთ ჭორების, ინტრიგების, დაცინვის და მასხრად აგდების, ძარცვის და ქურდობის მსხვერპლი. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჭერა ადამიანებთან ურთიერთობისას, აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

პარტნიორული ურთიერთობა – ბევრად მარტივი იქნება ურთიერთობა, თუ ენდობით პარტნიორს და გულწრფელად ეტყვით საკუთარი ეჭვების შესახებ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ოჯახური წვეულებების მოწყობისა და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, საცხოვრებლის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, ზურმუხტი, გიშერი, აქატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება“ - ნინო ლეჟავა პირადი ცხოვრების შესახებ

🔵„დაუჯერებელი კლინიკური შემთხვევა ამ შუა ევროპაში! კოვიდით დაიღუპა 50-იოდე წლის ქალი, რომელიც სრულად ვაქცინირებული იყო“ - რას წერს ქართველი ექიმი

🔵40 წლის შვილი და 62 წლის დედა გარდაცვლილია, მამაც მძიმე მდგომარეობაშია - ვინ არიან სენაკში დაღუპულები

🔵„ყველაზე მაღალი დაცულობა ეს არის კოვიდის გადატანიდან 3-დან 6-თვემდე, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დაცულობა მით უფრო იკარგება” – გიორგი ფხაკაძე

წყარო: fortuna.ge