Digest Logo

„არ შეშინდეთ, არ დაიხიოთ უკან“ - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა

1633193020
ჟორჟოლიანი ნანუკა

საქართველოში არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, წინასწარი მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 

თუმცა წინასწარი მონაცემების მიხედვით,  როგორც ნიკა მელია ამბობს, მეორე ტური ჩატარდება.

 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წინასწარ შედეგებს ეხმაურება:

„ახლა ხმების დაცვაა მნიშვნელოვანი. ყველა ხმისთვის იბრძოლეთ. არ შეშინდეთ, არ დაიხიოთ უკან. დანარჩენი მალე გამოჩნდება“,- წერს ჟორჟოლიანი.

ინფრომაციისთვის, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს 47,6%-ით, შემდეგ კი არის - „ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1%.

- IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი „ქართულმა ოცნებამ“ –38.6 % აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი –33 %.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქართული ოცნება“ - 47,6% - „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლების მიხედვით