
„კვდები იმ ადამიანთან ერთად, ვის გარეშეც ვერ წარმოიდგენდი არსებობას, მაგრამ გარდაცვლილს მეტად სჭირდება პატრონობა, ვიდრე ცოცხალს“, - ასე ხსნის საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
„სიკვდილს უდიდესი სასოწარკვეთა მოაქვს. არაფრის ძალა არ გრჩება, ქვავდები და ერთ წერტილს უყურებ დაჟინებით… კი არ უყურებ, აშტერდები… სხეული, სული, სისხლი გეყინება და შენც კვდები, უბრალოდ სუნთქავ… კვდები იმ ადამიანთან ერთად, ვის გარეშეც ვერ წარმოიდგენდი არსებობას, მაგრამ გარდაცვლილს მეტად სჭირდება პატრონობა, ვიდრე ცოცხალს… ის საკუთარი თავისთვის ვეღარაფერს გააკეთებს…
სიყვარული და მზრუნველობა გარდაცვალების მერე მეტად უნდა გამოავლინო… თავს არ მისცე მოდუნების, გაძეგლების უფლება… შენი ახლობლის სული უკვე დიდ მოგზაურობას იწყებს და მისთვის ეს მოგზაურობა უმტკივნეულო რომ იყოს, კეთილი საქმეებით, ლოცვით, მარხვით უნდა შეეწიო…
ასე აღადგენ მიცვალებულთან სულიერ კავშირს და შენც სიმშვიდეს მოიპოვებ… სიკვდილი ის არის, რაც ყველას გვეხება… ყველა რიგში ვდგავართ და პორველი ვინ გადის, ჩვენ არავინ გვეკითხება… უბრალოდ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ მოულოდნელობამ უარესად არ დაგვაბნიოს… ნამდვილი სიცოცხლე გარდაცვალების მერე იწყება…
ისე ვიცხოვროთ, რომ იქ მარადიულ სიცოცხლეს ვეზიაროთ!“, - წერს პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე, რომ...“ - რა წერილი დახვდა მეზობელს აივანზე
დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება
უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი