„28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე… მე ვირჩევ აცრას“, – ამის შესახებ ცნობილმა საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მისი სტატუსის ქვემოთ, სასულიერო პირმა დეკანოზმა დავით კანჯარიამ მომღერალს ვაქცინაციისგან თავის შეკავება საჯაროდ ურჩია:
„გასაგებია რომ ექიმი ინსტრუქციით მოქმედებს და რეგლამენტირებული აქვს თავის ქმედებები პაციენტთან, მაგრამ ხომ ყველამ კარგად ვიცით ახალშობილის დედა რასაც ჭამს და შემდეგ ძუძუს აწოვებს პატარას ისიც პატარაც იგივეს ჭამს და დედის წიაღში მყოფი პატარა მიერთებულია რა დედას, დედით სუნთქავს მისი გული და იკვებება დედის წიაღით, შესაბამისად არ მითხრათ ახლა რომ აცრასაც არ იგემებს?
მომიტევეთ მე არ ვარ ექიმი, მაგრამ არ მახსოვს და არ გამიგონია აქამომდის რომ ორსული აცრილიყოს? ანიტა საყვარელო შვილო და უფლისაგან დალოცვილო თუკი უფალმა შვიდი თვე ჯანმრთელად მოგიყვანა იმედი გვქონდეს უფლის რომ დარჩენილ დღეებშიც დაგიცავს ამ ვირუსისაგან, ხოლო შენ და შენს გარშემო მყოფმა საზოგადოებამ შეეცადეთ საყვარელო და დარჩენილი დღეებიც სათანადოდ გაატარე, დაიცავი თავი, გამოიკეტე და მერე როცა დაიბადება სიცოცხლე როგორც ჩათვალო საჭიროდ ისე იმოქმედე, უფალმა დაგლოცოს და გაგახაროთ.
მე ვფიქრობ რომ ადამიანი არ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ, არავინ დედამიწაზე არ იქნება გარანტორი იმისა რომ აცრა არ დააზიანებს შენს წიაღში მყოფი სიცოცხლის ჯანმრთელობას და მისი საუკეთესო სიცოცხლის დასაცავ ინსტრუქციით უნდა ვიმოქმედოთ. იმედია დაიბადება ადამიანი და იცოცხლებს, შექმნის თავის უნიკალურ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს მოუვლენს დედამიწას“, - წერს კანჯარია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„არაფერი მჭირდებოდა გარდა იმისა, რომ მესუნთქა“ - თათია შარანგია კოვიდინფიცირებულია