კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანები, რომლებიც რაიმეს მიღწევას არასწორი გზით ცდილობენ, მათი ნადავლი დროებითია. კაჭკაჭიშვილი არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს, თუმცა წერს, რომ მსგავსი ტიპის ადამიანები თვითგანადგურებას ეწევიან და უკან დასაბრუნებელ გზასაც სამუდამოდ კარგავენ.
„ჩვენ გადავლახავთ, ამ „განსაცდელებს“, რაც ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოგვივლინა ცხოვრებამ ….
მილიონჯერ დავნარცხებულვარ სახით და და მილიონმეასედ ავმდგარვარ ეს უცხო არ არის ჩემთვის. დიდი გამოცდილება მაქვს, ამ საკითხში. დრო გადის, ნეგატიური ადამიანები ირგვლივ საგრძნობლად ცოტავდებიან და ეს კარგია.
ერთადერთ რამეს დარწმუნებით ვამბობ, რაც 1000% ზუსტად ვიცი სამწუხაროდ, რომ არავის აიიი არავის არ შერჩება ის რაც სულის გაყიდვით, ნაბიჭვრობით, ტყუილებით, ჭორაობით, გაიძვერობით, ფეხის დადებით, ანგარებით, ბოზ...ით და პრო..ბით აპირებს რაიმეს მიღწევას.
რაღაც ეტაპზე, ამ თვისებებმა შეიძლება გაამართლოს მაგრამ მერე ერთიანად აცამტვერებს, თან დამსახურებულად ისე რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩება.
ერთი ვიცი რომ, ის რასაც შენზე ვიტყვი, ჯერ შენ გეტყვი ისე რომ არაფრის შემეშინდება და მერე თამამად გავაცნობ ყველას შენს თავს თუ რა საჩუქარიც ხარ“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ქართველ ახალგაზრდას, რომელიც ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიიღეს, მეგობრები თანხას უგროვებენ