სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლემენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნიკოლაძე ფიქრობს, რომ ყველა ის პროტესტი, რომელიც ახალა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ქუჩაში იმართება სასამართლოში გადაინაცვლებს და იურიდიულ ფორმალობამდე დავა. ამის არგუმენტად ნიკოლაძეს თავისი შეხედულებები მოჰყავს:
„ისეთი პირი უჩანს, რომ საბოლოო ჯამში, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო „გარჩევების“ თვალსაზრისით, ბოლოს ყველაფერი იურიდიულ ფორმალობებამდე დავა და მარტივი სამართლებრივი მანიპულაციები გადაწყვეტს არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, მე ასე ვუყურებ რეალობას (მიუხედავად იმისა, რომ არც ადმინისტრაციული, არც საარჩევნო, არც კონსტიტუიური სამართლის სპეციალისტი მე არ გახლავართ):
I. ფაქტები
არჩევნების „სისტემური გაყალბების“ უტყუარად დადასტურებისათვის საჭიროა უბნების გახსნა და ბიულეტენების ხელახალი გადამოწმება.
ფაქტია, რომ ცეკსო (თავისი რაიონული თუ საოლქო საარჩევნო კომისიებით) უარს აცხადებს ასეთი სახის პროცედურის განხორციელებაზე.
II. სტანდარტული არჩევანი და შედეგები
ცესკო-ს უარის შემდგომ, რჩება სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების (სტანდარტული) პროცედურა, რასაც აპირებს ოპოზიცია.
ასეთი სახის საჩივრის განხილვისას სასამართლო დასჯერდება მხოლოდ საოლქო კომისიებიდან გამოთხოვილ შემაჯამებელ ოქმებს და გადაწყვეტილებას გამოიტანს მათ საფუძველზე. ვერავინ დაავალდებულებს უბნების გახსნასა და ბიულეტენების გადათვლას.
შესაბამისად, ნათელია შედეგიც - სრული უშედეგობა.
III. არასტანდარტული არჩევანი და შესაძლო შედეგები
1. „დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, მიუხედავად პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა (ანუ ე.წ „პოლიტიკური დისკრიმინაცია“).
ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.“ (დისკრიმინაციის საფუძველი მარტივი დასადასტურებელია არაერთი მიზეზით, ოქმებში ასახული ფაქტებიდან გამომდინარე).
2. სტანდარტული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს მისი მხრიდან პოლიტიკური დისკრიმინაციის
არ განხორციელების ფაქტი (წლებია ასე მიდის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.)
ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმები არ გამოდგება და გადაუდებლად აუცილებელია საარჩევნო უბნების გახსნა და დალუქული ბიულეტენების შემოწმება.
პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტს სასამართლო დაადასტურებს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ მიზანი მიღწეული იქნება-ყველა დავინახავთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - წერს მირიან ნიკოლაძე.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები აპროტესტებენ, ისინი ცენტრალურ სააღცევნო კომიასას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მოულოდნელი მსგავსება ქართველ და ამერიკელ ამომრჩეველს შორის - არჩევნები 2020
გიგი თევზაძე წერს თუ როგორ გააყალბა „ოცნებამ“ არჩევნები