Digest Logo

🎥 „რა ინფორმაციაც მომეწოდება პირდაპირ ვამბობ, ასე არავინ საუბრობს“ - მეტაფიზიკოსი გოგა მანია საკუთარ უნიკალურ ნიჭსა და პირად ცხოვრებაზე

1764949131
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ამჯერად მეტაფიზიკოსი სტუმრად „რადიო იმედზე“ გია ჯაჯანიძესთან იმყოფებოდა, სადაც საქმიანობაზე და წინასწარმეტყველებებზე ისაუბრა. გოგა მანიამ აღნიშნა, რომ წინასწარმეტყველება, რომელსაც ხალხს გადასცემს ხშირ შემთხვევაში სპონტანურია. იგი საკუთარ მაგალითზე ადამიანებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ნეგატივით ცხოვრება, რადგან ინდივიდს ეს კარმულად აუცილებლად უკან დაუბრუნდება:

„ეზოტერიკა არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს დაფარულს, დამალულს. ის ოდითგანვე ისწავლებოდა საზოგადოებაში, თუმცა წრე მცირე იყო. თუ მას სწორად არ წავმართავთ მოიტანს ძალიან დიდ უბედურებებს. აქ ვსაუბრობთ, ენერგიების მართვაზე, ნამდვილ ეზოტერიკოსებს ხშირად უნდათ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება. ძალიან დიდი ხანი გავურბოდი იმ თემას, რასაც ახლა დღეს ვემსახურები. გვაქვს უამრავი ვალდებულება და უდიდეს ბალანსში უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ საპირისპიროდ არ დაგვიბრუნდეს.

არსებობენ, ჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი ადამიანები. ყველა ერთნაირად ვსუნთქავთ, თუმცა ეზოტერიკა არის ერთგვარი ნიჭი. ვისურვებდი, რომ ეს არ მქონდეს, ძალიან რთული სამართავია და ამოუწურავი. 2023-24 და 25 წლები, განსაკუთრებით მძიმე სახით დატრიალდა და ენერგეტიკული ბრძოლები ხდებოდა ამ პროფესის ადამიანებისთვის. მოხდა ძალიან დიდი გაფილტვრა. 2026 წლიდან ეს ბრძოლები და დაპირისპირებები აღარ იქნება, გაიფილტრებიან ეს ადამიანები.

თუ ადამიანმა თავისი საქმე სწორად არ იცის, აუცილებლად დაუპირისპირდება მას, ვინც კარგად იცის და უფრო განათლებულია. აქ ისევ დაბალი ვიბრაციებისკენ მივდივართ. ვინც ლაპარაკობს ნაკლებს, არის საკუთარ საქმეში ჩახედული, დაკავებულია და საკუთარი საქმე იცის. ამიტომ არიან მტრები, სხვანაირად ვერ გავიზრდებით.

ერთი ასეთი ისტორია მახსენდება: გავიგე ეზოტერიკოსი ქალის შესახებ, რომელიც მძიმე საქმეებში იყო ჩართული. როდესაც ეს გავიგე, მას დავუკავშირდი. მას ელოდა საფრთხე და უნდა დავხმარებოდი. დღეს იგი აღარ არის ცოცხალი. იცით რა მიპასუხა? მიმეხედა ჩემი საქმისთვის და ცხვირი არ ჩამეყო მის ცხოვრებაში. გავიდა რამდენიმე ხანი და ვიგებთ მისი გარდაცვალების ამბავს.

შეგვიძლია, ვიბრძოლოთ ერთმანეთის განვითარებისთვის და არ ვჭამოთ ერთმანეთი. ყველა ვერ იქნება ეზოტერიკოსი ან ნუმეროლოგი, სამყარო მოგვიწოდებს ბალანსისკენ.

დიდი მნიშვნელობა აქვს სამყაროს შემქმნელთან ახლოს ყოფნას და სულიერების სწორად მართვას. თუ ეს სიყვარული არ გვაქვს, არც დღისა ვართ, არც ღამისა, არც კაცისა და არც ქალისა.

ხშირად გვესმის გამოთქმა - „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები“ ჩვენ უკვე ვართ ჯოჯოხეთში იქამდე, სანამ საკუთარ თავს არ შევიცნობთ - უნდა გვქონდეს ამტანობა და ერთმანეთის ატანა და გატანა. თუ საკუთარი თავისგან შორს არის ადამიანი, ვარდება ძალიან დაბალ ვიბრაციებზე. ჯოჯოხეთში სწორედ, აქ და ახლა ვარდება, ამიტომ ხდება ცუდი რაღაცები; დამოკიდებულება, ცუდი ჩვევები და ა.შ.

მთავარია: ლოცვა, გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი დახმარება, მეტად სიკეთის გაცემა - უმთავრესია, ბალანსის დაცვა დღესა და ღამეზე. აუცილებლად უნდა გამოვიძინოთ, რათა ხვალ საკუთარი თავის სწორად მართვა შევძლოთ.

ჩემთან პირადად მოსულ ადამიანს ძალიან ვუფრთხილდები, რადგან იგი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. რაც შეეხება წინასწარმეტყველებებს, ნეგატიური შინაარსი რომ დაჰკრავს, რას ვაკეთებ ამ საჯარო მიმართვებით? ერთმანეთს იმდენად ესვრიან უკვე ტალახს, ეს გარდაიქმნება ნეგატივად ადის მაღლა და მოგვეწოდება. იძულებულები ვართ ეს გავახმოვანოთ და გავაჟღეროთ. ხომ შეიძლება ერთმანეთი მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ? ამიტომ კეთდება ეს ყველაფერი და გაფრთხილებები.

მეოთხე წელია ასე მოვდივარ, ერთადერთი ეზოტერიკოსი ვარ ალბათ, ვინც ნეგატიური ხაზით მოიპოვა პოპულარობა. ამ ყველაფერთან ერთად სიყვარულიც. არ მახსოვს ეზოტერიკოსი, რომელიც ჩემნაირად საუბრობს. მე არ ვატყუებ ხალხს. რა ინფორმაციაც მომეწოდება, ვამბობ პირდაპირ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ინტერვიუებში, ყვითელ პრესაში ნახავდით ალბათ უამრავ წინასწარმეტყველებას, საკუთარ თავზეც რომ მქონია შემთხვევა.

მაგალითად 16-ში ავარიაში მოვყევი და 6-ში უკვე ჩაწერილი მქონდა ვიდეო, მე განსაცდელი მელოდებოდა მძიმე. ეს ხშირ შემთხვევაში მოდის იმ დროს, როცა რაღაც პირობითის წინაშე ვდგავარ, ასევე ხშირად მოდის მაღალი სულიერების დროს. ლოცვის, მედიტაციის და დასვენების დროს. ეს არ არის ისეთი შემთხვევა რომ მოიფიქრო, ან როცა გინდა ვინმემ მოგაწოდოს, ამიტომ ვცხოვრობ მარტო. მგონია, რომ ისევ გულწრფელობამ, ჩემმა ემოციებმა და სამყაროს შემქმნელმა გადამარჩინა. ალბათ, იმ გაცემულმა სიკეთემ გადამარჩინა მაშინ“,- ჰყვება გოგა მანია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „2044 წლამდე პერიოდში, 35-დან 45 წლამდე ქალებს ძალიან გაუმართლებთ“ - ვისთვის და რომელი სფეროსთვის იქნება განსაკუთრებით წარმატებული 2026 წელი? ფენ-შუის სპეციალისტის რჩევები

⭕„გაღმა ნაპირზე შევხვდებით, ცაციკო...“ - სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕„მოდის ვამპირიზმის ენერგია... იყავით ყურადღებით, ზოგი შეიძლება ჭკუიდან გადადგეს“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!