Digest Logo

„არსებობს მამრების კატეგორია, რომელიც თვლიან, რომ ბასილაშვილმა თამაში პირადად მე მომიგო“ - ბაია პატარაია

1634456551
ბაია პატარაია და ნიკოლოზ ბასილაშვილი

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერების მხრიდან მისი მისამართით აგრესია მაშინ იზრდება, როდესაც ჩოგბურთელი რაიმე ტურნირში იმარჯვებს.

პატარაია, ასეთ ადამიანებს 3 კატეგორიად ყოფს და ფიქრობს, რომ ისინი ვერასდროს მიხვდებიან თუ რა პრეტენზია აქვს უფლებადამცველს საქართველოს პირველი ჩოგანის მიმართ.

„არსებობს მამრების ქვეკატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ იმათი კოგნიტიური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ“, - წერს ბაია პატარაია.

🔵დღეს ლიზა იასკოს დაბადების დღეა - რადას დეპუტატი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🔵„ასი წელი რომ გავიდეს, მაინც ჩემი ქმარი გქვია“... - ნახეთ რა ფოტოები გამოაქვეყნა ლალი მოროშკინამ

🔵video: რქაწითელია და კაი ღვინო უნდა დადგეს წესით, ჰოდა ეგრე! - ალეკო ელისაშვილი