მომღერალი და ინფლუენსერი ლიზა ყენია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემებში აღარ ივლის თუ მას ჰონორარს არ გადაუხდიან.
მისი თქმით, როდესაც რესპოდენტი გადაცემისთვის დროს გითმობს ეს ანაზღაურებადი უნდა იყოს.
„დაიჯესტი“ ლიზა ყენიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მაშინ როცა შენ ხელფასს იღებ იმაში, რომ მიგყავს გადაცემა, ან ხარ რამე გადაცემის პროდიუსერი მინდა ისიც იცოდე რომ ვისი დახმარებითაც ქმნი გადაცემას ვგულისხმობ სტუმარს, რომელიც თავის ცხოვრების რამდენიმე საათს გითმობს და გიდებს რეიტინგს, უნდა გადაუხადო ფული რადგან ისიც თავის საქმეს აკეთებს, ისიც მუშაობს და ისიც იმსახურებს ანაზღაურებას.
როგორც გინდათ ისე მიიღეთ , მაგრამ არც ერთ გადაცემაში არ დამიძახოთ თუ არ გექნებათ გათვლილი ჰონორარი.
ძაან ახლოებზეც გადის“- წერს ლიზა ყენია.