Digest Logo

„ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს“

1628499497
სალომეზურაბიშვილი და გიორგი ფხაკაძე

„აცრას ვერ გავიკეთებ, მეშინია, რას ნიშნავს?!“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა. პრეზიდენტის ეს მოსაზრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ გაიზიარა და ზურაბიშვილი დადებითად შეაფასა. 

„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს

ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს რომ ჰქონდეს, ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ დღეს.

როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩემი პირველი მოწოდება იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ. ასევე, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ ყველა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირებიც.

ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!

ვირუსმა არ იცის პოზიცია/ოპოზიცია, ვირუსმა არ იცის ეროვნება, რელიგია, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. ვირუსი არის ვერაგი“, - წერს ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნინოწმინდის პანსიონი დააჯარიმეს

„ყოველ ნახევარ საათში 1 ადამიანი კვდება!“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

„სიკვდილმა არ იცის შაბათ-კვირა“ - რას წერს კულუმბეგოვი?