Digest Logo

აცრაზე საშიში ბზიკის კბენაა - ფხაკაძე

1628241974
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მოქალაქეების მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს სცემს პასუხს. ფხაკაძის თქმით, შესაძლოა, მთელ საქართველოში 67 ადამიანი იყოს, ვისთვისაც პფაიზერის ვაქცინა საშიშროებას წარმოადგენს.

„ყოველ დღე 1000-ით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ვისთვის არ შეიძლება პფაიზერის ვაქცინის გაკეთება:

ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი-სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) - საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი.

ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე - საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი.

ამავე ვაქცინის პირველი ინექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - საქართველოში ასეთი ალბათ 150-მდე ადამიანი თუ იქნება ასეთი. ისე ბზიკი თუ გიკმინათ უფრო საშიშია

დასკვნა:

მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგით 10 იყოს) ვისთვისაც პფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება

მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგით 250 იყოს) ვისთვისაც პაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება
ყველა დანარჩენი ადამიანებისთვის პფაიზერი უსაფრთხო არის

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მათ უნდა ჰკონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მოვალეობაა (ინგლისურს რომ ვდებ არავინ არ კითხულობს მაინც).

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ახლა რაც შეეხება ჩემს მასონობაზე, ტვინი რომ მო##ანით“ - რას წერს ია ფარულავა?

„ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები, კონცერტები და სხვა ტიპის თავყრილობები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?...“- ნანა გეგეჭკორი

„ჩემი მეგობარი, შესანიშნავი ქირურგი გავკოჭეთ, რომ ანალიზისთვის სისხლი აგვეღო ვენიდან“- დავით გადელია