ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მიმართავს და კვლავ აცრისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც არ აიცრებიან, საავადმყოფოში წამებით დაიხოცებიან.
„კომენტარებს გადავხედე, რა თქმა უნდა, უაზრო კომენტარები დაიბლოკა/წაიშალა.
თუ აიცრებით გადარჩებით და თუ არა დიდი ალბათობაა რომ დაინფიცირდეთ, დამძიმდეთ, საავადმყოფოში მოხვდეთ, რეანიმაციაში მძიმე დღეები გაატაროთ, და გარდაიცვალოთ!
დიახ, აუცრელი ადამიანები საავადმყოფოში წამებით კვდებიან.
ყველა ის ადამიანი, ვინც მოუწოდებს, რომ არ აიცრან არიან ზუსტად „შუა საუკუნის ინკვიზიტორებივით“, მათ უნდათ, რომ თქვენ გარდაიცვალოთ წამებით და თუ გადარჩებით, იცხოვროთ წამებით …..
შეიგნეთ, დროზე აიცერით „ფაიზერით“, სანამ ის ხელმისაწვდომია“,- წერს ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?
🔵ნაადრევად დატოვებული სიცოცხლე და „შეფუთული“ ლენინის უცნობი ისტორია - ცოტა რამ რამაზ გიორგობიანზე