
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი „ავერსი კლინიკას“ სარეკლამო პოსტერის გამო აკრიტიკებს.
ჟამურაშილი მიიჩნევს, რომ ავერსის კლინიკის რეკლამა არაეთიკურია და ის ადამიანის ჯანმრთელობის ნაცვლად, პირად ეკონომიკურ სარგებელზე ზრუნავს.
„ავერსის კლინიკა, როგორ ბედავთ ასეთი რეკლამის გაკეთებას? მაინტერესებს, რომელ ექიმთან შეთანხმებით დაიდო ეს ყოველგვარ აზრს, მიზანს და სამედიცინო ეთიკას მოკლებული ინფორმაცია?
როგორ ბედავს მავანი ასეთ მძიმე დღეებში ეკონომიკურ სარგებელზე ფიქრს ხალხის ჯანმრთელობის ფასად? ხვდება მაინც ამის დამწერი რამხელა დასხივება აქვს თითოეულ კტ-კვლევას?
მე რომ იურისტი ვიყო, სარჩელი არ აგცდებოდათ!“, - წერს თამარ ჟამურაშვილი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას აჩერებენ
ცნობილია, ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში
კიბოა და დაგვიანებულია მკურნალობა, მეტასტაზები მთელ სხეულს მოედოო... - მოროშკინას ემოციური პოსტი