აშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„პირველი ეტაპი გადალახულია!! ავთანდილმა საპატიმრო დატოვა! გილოცავთ!“ - აღნიშნულია ავთანდილ ხურციძის ფეისბუკგვერდზე.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„იმედი მაქვს დროზე წავეთრევი“ - რამ გააღიზიანა ნათია ფანჯიკიძე
🔵„კოვიდვაქცინით აცრის შემდგომ თუ არანაირი სიმპტომი არ გაწუხებთ...“ - ზაზა თელიას განმარტება
🔵ვინ არის 14 წლის სამტრედიელი მოზარდი, რომლის სიცოცხლეც ტრაგიკულად დასრულდა
🔵„საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა“ - რას წერს ზაზა წერეთელი