ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე წერს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს რთული მომავალი ელოდება. ამასთან ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები აბსოლუტურად სხვა მიმართულებისაა.
„გრძელდება ქვეყნის ყანყალი და ჩამოშლა - ბათუმში სცემეს უცხოელი დიჯეი, მთაწმინდიდან გააქრეს, გაიტაცეს ავსტრალიელი გოგო, რუსთავში გააუპატიურეს უცხოელი გოგო, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია ჰოსპიტალიზებული...
ამგვარი და ყველა სხვა რეალობების გამო ჰოლივუდმა გააუქმა საქართველოში, კერძოდ სვანეთში დაგეგმილი გადაღებები. მესმის, რომ პროგრესის მოძულე, ჩეჩმის მარადიულობის ერთგული ზოგიერთის მიდრეკილებებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ ჰოლივუდზე არავინ ცოხნოს ახლა აზრები, ჰოლივუდი და გეგმის გაუქმება სიმბოლურად ასახავს ყველა იმ ნაბიჯ-ნაბიჯ, წვალებით და სისხლით გაჭრილი კარების ამოქოლვას, რომელიც ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების უსაზღვრობას უკავშირდება. და ამ ყველაფრის ფონზე მთავრობის მთელი აქტივობა და მთავარი ამოცანა არის ბრძოლა მუზეუმის თანამშრომლების წინააღმდეგ“, - წერს ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ტურისტი 120 მეტრის სიმაღლიდან დაგორდა - აბუდელაურის ტბაში ჩავარდნილი მოგზაური მაშველებმა გადაარჩინეს