მამა პეტრე კვარაცხელია პოეტ დიკა სალაყაიას ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც თავად ამბობს, გარდაცვლილის დამ რამდენიმე კვირით ადრე პეტრე კოლხს დახმარება სთხოვა, თუმცა ორსულმა კორონას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.
„ძალიან მიჭირს ამ წერილის გამოქვეყნება… ბევრი თქვენგანი იცნობს პოეტ დიკა სალაყაიას…
რამდენიმე კვირის წინ დახმარების თხოვნით მომმართა და შორენა შეუძლოდ გაუხდა…
იმშობიარა და ორივე დედა-შვილს კორონა შეეყარა…
ბავშვი გადაარჩინეს, დედამ ვეღარ გაუძლო… დიკა ყველაფერს აკეთებდა დის გადასარჩენად…
რა ძნელია ამ დროს ისეთი სიტყვის თქმა, რომ ოდნავ მაინც შეძლოს ნუგეში… დიკა, ვერაფერს გეუბნები… ძვლები მეწვის!“, - წერს პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აცრა გვიცავს“ - ნინო შუბლაძე ბუსტერ დოზით აიცრა
🔵„შე ძუკნა დედაბერო, ძლივს რომ გასაღდი და ტვინი წაიღე...“ - რას სწერენ ნანუკა გულუას
🔵„მტკივა რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა ...” - ტრაგედია ეკა კვესიტაძის ოჯახში