Digest Logo

„ვტირი მეც და უკვე ვიცი, შობა დადგება, მაგრამ თამროსთან გუჯა აღარ დაბრუნდება“ - პეტრე კოლხის ემოციური წერილი

1638811201
პეტრეეს დივანი

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

თამრო და გუჯა.

ერთაწმინდაში რომ გადმოვედი, ამ პატარა დასახლებას პირველივე დღიდან ალღო ავუღე… ისედაც სულ ოთხი მოსახლე ვართ და ყოველდღიური ურთიერთობა გარდაუვალია…

ჩემს გვერდით თამრო ცხოვრობს, რომლის გარეშე ჩემი ყოველდღიურობა თითქმის წარმოუდგენელია…
ჩუმი და უთქმელია, მაგრამ ამ თავის მდუმარებით იმდენს დაგეხმარება, მადლობის თქმას ვეღარ აუდიხარ…
დღე თუ ისე გავიდა, რომ არ შემომძახა, ან არ დამირეკა, რაღაც მაკლდება და მეორე დღეს იქით ვსაყვედურობ, თამრო, რა მიწა მომაყარე, შენს გარეშე ხომ იცი, ბუხარშიც ცეცხლი ჩამიქრება -მეთქი…

თუ არ დამიძახე, მერიდებაო… ჰოდა, ამ ერთ წელიწადში ამ მადლიანი ადამიანისგან იმდენი რამ ვისწავლე, არც ერთ წიგნს და დიპლომს რომ არ მოუცია…

გუჯა პოლონეთში იყო წასული, თამროს მეუღლე… ვატყობდი, თუ ხასიათზე იყო, გუჯას უკვე დარეკილი ჰქონდა… თუ სიტყვას ვერ ათქმევინებდი, ვხვდებოდი, რომ გუჯა არ ჩანდა…

რამდენიმე დღის წინ, გუჯა შეუძლოდ გახდა, თამრომ მოსვენება დაკარგა… ტიროდა, განიცდიდა, ნერვიულობდა, ადგილს ვერ პოულობდა… გუშინ ღამე შემომიარა და ოდნავ ხასიათზე იყო… გუჯამ დამირეკა, თავს უკეთ გრძნობს და მეც კარგად ვარო, მითხრა…

დღეს საღამოს ხუთი საათიდან შემატყობინეს, რომ გუჯა პოლონეთში გარდაიცვალა…
ერთაწმინდაში ძალიან გამიჭირდა ამოსვლა… ვერ ვეტყოდი თამროს, რომ გუჯა აღარ არის… წარმოუდგენლად ელოდა, საშობაოდ ჩამოვაო, დღეებს ითვლიდა…

სოფელში შემოვიპარე, ვლოცულობდი, თამრო ქუჩაში არ იდგეს -მეთქი… მეზობელთან გადავედი. დახმარება ვთხოვე, რომ თამროსთვის ეთქვათ… რა არის იმაზე შემზარავი, როცა ამ სამყაროში შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიკვდილს გატყობინებენ…

ახლა ბავშვივით ქვითინებს თამრო, ვტირი მეც და უკვე ვიცი, შობა დადგება, მაგრამ თამროსთან გუჯა აღარ დაბრუნდება!…“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ბებიათქვენისამ, ამის მეათასედი გაგეკეთებინათ... სიდედრს თქვენი სახელობის ჰიმნს ამღერებდით ყოველი ცისმარე დღის 6-ზე“ - ლალი მოროშკინა

„სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - რას წერს ნანა გეგეჭკორი

🔵„აცრა გვიცავს“ - ნინო შუბლაძე ბუსტერ დოზით აიცრა

🔵„შე ძუკნა დედაბერო, ძლივს რომ გასაღდი და ტვინი წაიღე...“ - რას სწერენ ნანუკა გულუას

🔵„მტკივა რომ სიკვდილამდე საშინელი ტანჯვა გაიარა ...” - ტრაგედია ეკა კვესიტაძის ოჯახში

🔵„უჭირს ხალხს“... ნეტავ რამდენი ასეული ათასის ფოიერვერკი აფეთქდება ახალი წლის ღამეს“ - დავით ქურდიანი

🔵„მწვანე პასპორტი „ქართულ ჯიგრულ პონტში” არის გაკეთებული, ვაქცინაციის საბუთებს აყალბებენ“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„ტრუსში ხელს მიყოფდა, მოგწონსო ხო? - მეუბნებოდა... თამაშის დროს სულ ცდილობდა, რომ უკნიდან რაღაცნაირად შემხებოდა და ეფათურა ხელები“