Digest Logo

„ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება" - რას წერს დეკანოზი ზაზა თევზაძე

1628769230
დეკანოზი ზაზა თევზაძე

დეკანოზი ზაზა თევზაძე „Pfizer"-ის ვაქცინით აიცრა. სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მორწმუნეებისთვის მაგალითი იქნება, რადგან არსებულ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა, იმუნიზაციაა.

„მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე ავიცერი „კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ „ფაიზერით" (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით). მინდა გვჯეროდეს, რომ რელიგიურობა და მით უმეტეს ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმისას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში. იმედს ვიტოვებ ეს გახდება სტიმულის მიმცემი ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის გადაწყვეტილებისთვის დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება - ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე!",- წერს სასულიერო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„დეზინფორმაციის ამ ნაკადის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია“- ანტივაქსერების შემდეგ, სოცქსელებში დეზინფორმატორები გააქტიურდნენ

„აი, ეს ადამიანები როგორ აძლევენ თავს უფლებას, მსგავსი განცხადებები აქვეყნონ?" - რომელ ექიმს უპირისპირდება ეკა ხოფერია?

VIDEO: ზურა კახაბრიშვილს საჩუქრად ბინა გადაეცა