საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ეკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის შვილს, რომელიც სინოფარმით იყო აცრილი კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ გაგიზიაროთ.
დაიდო სინოფარმის დელტა შტამთან ეფექტურობის დამადასტურებელი სტატიები, რაც პირადი ამ დღეების გამოცდილებით მინდა დავადასტურო.
ჩემ შვილს, რომელიც სინოფარმის ორივე აცრით არის და გასულია ერთი თვე, 12 დღის წინ დაუდგინდა კოვიდი, სავარაუდოდ დელტა შტამი.
სანამ სიმპტომი გამოვლინდებოდა. 6 ოჯახის წევრთან ერთად ვისვენებდით ზღვაზე. სამ ჩვენგანს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, მათ შორის 4 წლის ძმის შვილს. ვცხოვრობდით ერთი და იგივე ოთახში.
სწრაფი ტესტის დადასტურებიდან იმავე დღეს გავუკეთეთ პისიარ ტესტი, რითაც დადგინდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით იყო კონცენტრაცია ვირუსის, რაც გავრცელების მხრივ ძალიან საშიში უნდა ყოფილიყო.
12 დღის თავზე და სამი პისიარის ფონზე (თვალი რომ გვედევნებინა ვირუსის ქცევაზე, ამიტომ ოთხ დღეში ერთხელ პისიარ ტესტს იკეთებდა) - ექვსი კონტაქტური ოჯახის წევრიდან არცერთს არ დაგვიდასტურდა, ანუ არცერთს არ გადაგვედო და თავად ინფიცირებულმა, რომელსაც ვირუსის რაოდენობიდან გამომდინარე ცუდად უნდა ყოფილიყო, ითვლება რომ ძალიან მარტივად გადაიტანა.
ოჯახში ყველა ვართ აცრილები გარდა ოთხი წლის ოჯახის წევრისა. სინოფარმის ვაქცინამ გარდა იმისა, რომ თვითონ ინფიცირებული დაიცვა მძიმე ფორმისგან, ვირუსის გადადების პროცესიც თავიდანვე თითქმის არ იყო.
განსაკუთრებით აუცრელ პატარაზე ვნერვიულობდით.
ყველა აცრამ იმუშავა სასწაულად. ოჯახში ასაკობრივი დიფერენციაციით აცრილები ვართ, უფროსები ფაიზერით და ასტრაზენეკათი, ახალგაზრდა თაობა სინოფარმით და სინოვაკით.
P.S. აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ყველას ხალხმრავალ ადგილებში მანამდეც გვეკეთა პირბადეები.
ზღვაზე დადასტურების წამიდან, სანამ წამოსვლას დავაორგანიზებდით, ყველამ, ასევე, პირბადეები მოვირგეთ და სახლის პირობებში იზოლირებულები ასევე, ვმოქმედებდით ხელთათმანებით, პირბადეებით და უმკაცრესად დაცული რეგულაციებით. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას,“ - წერს ეკა გაბაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
⭕„სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დიდია, ვიდრე ამას „ოფიციალური“ წყაროები იუწყებიან“ - ფხაკაძე