გიორგი ვარსიმაშვილმა კორონავირუსი ახლახან დაამარცხა. სოციალურ ქსელში საავადმყოფოში ყოფნის მძიმე პერიოდს იხსენებს. ამბობს, რომ ვირუსი მძიმე ფორმებით გადაიტანა.
„გამომწერეს საავადმყოფოდან და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას. ყველაფერი წესრიგშია, ვირუსი ფაქტობრივად გამქრალია. განსაკუთრებული მადლობა ლევან რატიანს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უძალიანმაგრეს გუნდს: თამილას, ქეთის, ოთოს და ყველა სხვას. აქვე გეტყვით რომ „ფაიზერის" ერთმა დოზამ თავისი საქმე გააკეთა და ყველაზე რთული ფაზა მარტივად გადამატანინა. ჩვენს სართულზე აცრილები იყვნენ და მათაც მარტივად გადააქვთ. სამწუხაროდ ზედა სართულებზე სულ სხვა მდგომარეობაა. არ არის საკმარისი საწოლი. მეგობარი 24 საათი ელოდებოდა რომ პალატაში გადაეყვანათ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნისას სამი ადამიანი გარდაიცვალა: 30 წლის ორსული გულის გაჩერებით, 28 წლის ბიჭი ტვინის დაავადებით და ბოლოს 22 წლის გოგოს გაუჩერდა გული. სამი დღე პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან. მოკლედ, ყველა აიცერით, პირბადე ატარეთ, დისტანცია დაიცავით და თავყრილობებს მოერიდეთ. მხოლოდ აცრა არ შველის, ყველა წესი უნდა დავიცვათ. ეს სურათი პირველ დღესაა გადაღებული, ვისაც პირბადეში გცხელათ დამიჯერეთ ჟანგბადის ნიღაბი უარესია",- წერს გიორგი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: როგორ დავიბრუნოთ კორონავირუსის შემდეგ დაკარგული ყნოსვა და გემო
VIDEO: „ძირს კორონა, ძირს რეგულაციები"- რა ვიდეოს ავრცელებს ლელა წურწუმია