გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე იყო. მან გადაცემაში პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ უთხრა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიშიც ყოფილიყო.
„ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, გქონდათ თქვენ უფლება განაცხადი გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს,“ - უთხრა ნინო ნადირაძემ.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და მის გასამხნევებლად ბევრი პოსტი დაიწერა.
„ქაჯია ეს ქალი!... ნადირაძის კლინიკური წარსულია საინტერესო...“ - სოლიდარობა გიორგი ღოღობერიძეს
„ჩემო გიორგი, მგონი „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ ისე გამოვიდა ხალხს კიდევ უფრო მეტად შეუყვარდი, კიდევ უფრო მეტად ეიმედები… არ გაჩერდე „კაპიტანო“ წინ სრული სვლით წარმატებებისაკენ ბოღმიანებო და შურიანებო! გადადექით!
გეშინოდეთ! გიორგი მოვიდა! გვიყვარხარ გიორგი ექიმო!“– წერს ნაზი ვარსანიძე.