Digest Logo

ჩემო ოქროებო: შობის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს - ვახო სანაია

1610002688
ვახო სანაია

7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ქართველი ხალხი კი ხშირად მილოცვის დროს თუ სხვა საუბრისას შობას და აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულად მოიხსენიებს, თუმცა როგორც ჟურნალისტი ვახო სანაია წერს შობის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს.

„ჩემო ოქროებო:

შობის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს. არსებობს უბრალოდ შობა. აქ „ბრწყინვალე“ საერთოდ არ უნდა.
უფრო მეტიც, არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არსებობს.

სწორი ფორმაა - ბრწყინვალე აღდგომა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. თუ მაინცდამაინც გვინდა, დღესასწაული ვუწოდოთ, უნდა ვთქვათ ბრწყინალე აღდგომის დღესასწაული ან უბრალოდ აღდგომის დღესასწაული.
საქმე ისაა, რომ თავად დღესასწაული კი არაა ბრწყინვალე, არამედ ქრისტეს აღდგომაა ბრწყინვალე“- წერს ვახო სანაია.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე

რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია

მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე