ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოს შესახებ ვრცელ პოსტს ავრცელებს. ამბობს, რომ მასაც უნდა იმ საქართველოში, რომელიც ჰოლანდიასა და ავსტრიას ჰგავს „შლაგბაუმებით".
„მეც მინდა იმ საქართველოში, ავსტრიას და ჰოლანდიას რომ ჰგავს შლაგბაუმებით, მატარებლებით და საკონცერტო დარბაზებით... ჩემს პირად მიმოწერასა თუ მოგზაურობაში სხვა საქართველოა... იქ: ადამიანები, ექიმის მიერ გამოწერილი წამლების გრძელი სიიდან ერთი აუცილებლის ამორჩევაში დახმარებას ითხოვენ, რადგან მეტის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ, ავადმყოფები დახმარებას ოკეანის გაღმა ითხოვენ, რადგან სამედიცინო სექტორს მათი ადეკვატური მომსახურების რესურსი არ გააჩნია, სასოწარკვეთილი დედები, შვილებისთვის საკვების, მკურნალობის, სასკოლო ნივთების შესაძენად დახმარებას ითხოვენ, ახალგაზრდები ქვეყნის სამუდამოდ დასატოვებელ გზებს ეძებენ, ადამიანების უმეტესობას ათეული წლები ასაკის და რისკების შესაბამისი სამედიცინო სკრინინგი არ გაუვლია უსახსრობის გამო, ოფიციალური არხებით დაფინანსებული ტროლ-ბოტების ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლნი, წარმოუდგენელ, ყველაზე ბოროტ წარმოსახვასაც კი გაუჭირდება შეთხზვა, ისეთ მითებს შეწირულნი, იყრიან თავს ნუგეშის მისაღებად. იქ, შიათ, სწყურიათ, სტკივათ, სცივათ, სწყინთ, არავისი სჯერათ, ეშინიათ", - წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დღეში 80 კაცი რომ ვირუსით კვდება, იმ ქვეყანაში აქცია დავაანონსოთ - ვერ ვხვდები, სწორია თუ არა“
🔵3 დღე ბავშვს თავზე დავტიროდი... ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე - რა განსაცდელი გაიარა ციაკო ფიფიამ