საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ქართველ საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
მისი თქმით, მხოლოდ მინიმალური მონაცემები აქვს, რისი დახმარებითაც სურს იპოვოს საქართველოს მოქალაქე.
„იქნებ დამეხმაროთ როგორ ვიპოვო საქართველოში ადამიანის ოჯახი, როდესაც მაქვს მხოლოდ მისი გვარი სახელი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი.
ორიოდე დღის წინ ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი განყოფილებიდან მთხოვეს დავხმარებოდი ერთ ქართველ პაციენტთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ქუჩიდან, უფრო სწორედ სადგურიდან მოვიდა აქ…
(რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა) ტერმინალური ონკოლოგიური დაავადებით.
“საფრანგეთში წადი, იქ მოგარჩენენო” ასე მითხრა პირველი შეხვედრისას. უკვე უჭირდა ლაპარაკი და მხოლოდ სამედიცინო ანამნეზის შეკრებით შემოვიფარგლეთ…
სამწუხაროდ, აქ ( და არსად) სასწაულებს ვერ ახდენენ.
დღეს ისევ მთხოვეს მისვლა... მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა, პაციენტი თითქმის ვეღარ ლაპარაკობს… ამიტომ ვერ გავარკვიე რაც მთხოვეს კოლეგებმა რომლებიც თავზე ევლებიან. ჰყავს თუ არა ოჯახი საქართველოში (აქ მარტო მოვიდა) და როგორ დაუკავშირდნენ მათ რომ შეატყობინონ…..
ძალიან დამთრგუნველია…..
იქნებ ვინმემ იცის ვის მივმართო?
მადლობა“,- წერს ექიმი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოსას“ - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე
🔵მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან - სოსო პავლიაშვილის სკანდალები