Digest Logo

„ჩიპები ნემსის წვერშია, ლეჩკომბინატთან შლაგბაუმია და ჩიპების ოფისი იქაა, არავის უშვებენო…“ – ნინო ჭელიძე

1627727613
ნინო ჭელიძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჭელიძე ერთ-ერთ მონასტერში თავსგადამხდარ ისტორიას ფეისბუკზე აქვეყნებს. ნინო, წერს თუ როგორი აღფრთოვანებული იყო დღევანდელი ქადაგებით ეკლესიის მრევლი, რომელმაც დაიჯერა, რომ საქართველოში ჩიპების ოფისია გახსნილი და მას ნემსის წვერში ამონტაჟებენ.

„მონასტერში ვარ საქმეზე. უხ, რა იქადაგა მამაომო, მოდის ქალი – რა ძლიერიაო. მივხვდი ეგრევე, რასაც იქადაგებდა და გავუბი საუბარი.

არ უნდა ავიცრათო, ჩიპებია ნემსის წვერშიო. ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ნწუ, ნწუ რას გვიშვრებიან, - შევიცხადე.
ჩიპების ოფისი გახსნეს თბილისშიო ვუალაააა ! ცინცხალი !

ჩავაცივდი, რომ გაემხილა სად და სულ მეორედ მოსვლა ვიძახე.

მოკლედ, ლეჩკომბინატთან, სადღაც შეუხვევო, შლაგბაუმია, იქ არავის უშვებენო, იქაა ჩიპების ოფისიო. ჰაიტექიო, – გესმისო? მაღალი ტექნოლოგიებიო.

კიდე ერთი ბოლოჟამური შეცხადება წარმოვთქვი და ღმერთს ებარებოდე, ქალბატონო-მეთქი, დავემშვიდობე,
მეტს ვეღარ გავუძლებდი,“ - წერს ნინო ჭელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

თბილისში ავსტრალიელი გოგონა გაუჩინარდა

„აივანზე ციდან მოფრენილი თვითმფრინავი რომ დაგხვდება, საქართველოზე შეყვარებული ტექსტით...“