ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობაზე წერს. იგი სამედიცინო პირბადის მნიშვნელობასაც ხაზს უსვამს.
„ვაქცინირებული ადამიანი დიდი პროცენტით დაცულია მძიმედ მიმდინარე კოვიდისგან და სიკვდილისგან!
ჩვენ (ვაქცინირებულები) მხოლოდ იმიტომ ვატარებთ სამედიცინო პირბადეს, რომ დავიცვათ საზოგადოების არავაქცინირებული ნაწილი. დიდი თხოვნაა, ჩვენც გაგვითვალისწინეთ, დროულად გაიკეთეთ აცრა, რომ ყველამ ერთად შევძლოთ თავისუფლად სუნთქვა“,- წერს კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რა შემთხვევაში მოგიწევთ მეორე დოზის დროს ვაქცინის ჩანაცვლება - კულუმბეგოვის განმარტება
„თუ ინფიცირებულების რაოდენობა ამ ნიშნულს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს“ - კულუმბეგოვი