„ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე ალბათ ქართული შტამი გვექნება“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ დავაგვიანეთ. ამას კიდევ არჩევნები ემატება, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. ქვეყანა პირველ ივლისს იყო ჩასაკეტი, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი. ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს, როცა პრეზიდენტი ამბობდა, ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში. სხვათა შორის ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე, ალბათ, ქართული შტამი გვექნება. რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
🔵„გთხოვთ, გააზიარეთ, იქნებ ვინმემ ამოიცნოს" - ქუთაისში 20 წლის ახალგაზრდა დაიკარგა