ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში შემზარავ ამბავს აქვეყნებს.როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, კორონავირუსს 5 შვილის დედა ემსხვერპლა.
„დღეს ყველაზე მეტი გარდაცვლილია მას შემდეგ, რაც კორონა გამოჩნდა. ადამიანების სიკვდილი სტატისტიკად იქცა. ალბათ წარმოდგენაც კი გვიჭირს, რომ თითოეული გარდაცვლილის უკან მისი ოჯახია, ახლობლები და მეგობრები არიან. ამ უთანასწორო ბრძოლაში ძვირფას ადამიანებს ვკარგავთ. დღევანდელ გარდაცვლილებში არაჩვეულებრივი ქალი, ხუთი შვილის დედაა, საოცარი პედაგოგი და ისეთი მხიარული ადამიანი, ვის გვერდითაც სიკვდილს ვერავინ წარმოიდგენდა. იას ჩანიშნული ჰქონდა ვაქცინის დღე. კორონამ დაასწრო და ვერ მოერია. ძალიან ბევრი იწვალა. იმ დღეს გამამხნევებელი წერილი მივწერე და არც უნახავს. უკვე ძალიან ცუდად იყო.
ძალიან გაბრაზებული ვარ ახლა - ხელისუფლებაზე, რომელიც არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, უბრალოდ ვერ უმკლავდება პანდემიას და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ეს ამდენი ინფიცირებული კი შეტოვებულია ჩამონგრეულ ჯანდაცვის სისტემას. ექიმები მართლაც შიშველი ხელებით იბრძვიან. არაფერი დაუკლიათ იასთვის. შეიძლება დააკლეს კიდეც, იმიტომ, რომ რესურსი აღარ იყო ან ადამიანური, ან თუნდაც სხვა სახის. არ ვიცი საიდან შემოგვესია მტერი ანტივაქსერების სახით, რომლებიც ყოველ წამს დანაშაულს ჩადიან, დიახ დანაშაულს. უნდა აიცრათ აუცილებლად. დაიცვათ რეგულაციები და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს.
ამ მთავრობას კი არასოდეს ვაპატიებ ამ გულგრილობას, სამწუხაროდ საქართველო წითელ ზონაშია, არა მარტო პანდემიის გამო", - წერს მაია ცირამუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵კორონავირუსს „რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა