სოციალურ ქსელში 20 წლის ნოდარი თამარიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ნათია სალაძე ამბობს, დაკარგული ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა.
„ჩემო საყვარელო მეგობრებო!!!!დაიკარგა ნოდარი თამარიანი, 20 წლის. ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე. კამერებმა დააფიქსირა რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!მეორე დილით 10 -დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ, რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით. ესეც დააფიქსირა კამერებმა! არ მისული სადგურამდე, პატარა მონაკვეთში, მისი კვალი გაქრა. 4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ, ან გინახავთ, შეგვეხმიანეთ, გთხოვთ. დიდი მადლობა წინასწარ! გთხოვთ, გააზიარეთ! ეგებ ვინმემ ამოიცნოს. საკონტაქტო ნომრები 555407303 - ეკა, 579230860 - ნუგო. ინფორმაცია პირადში, ან ნომერზე მოგვწერეთ", - წერს ნათია სალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇