Digest Logo

„ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს… დამნაშავე ვინ არის… ჩემზე უკეთ იცით“ - ფხაკაძე

1629456048
გიორგი ფხაკაძე

თბილისში, დიღმის საველე ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, დღეს ყველა დამნაშავეა, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება.

„საველე ჰოსპიტალი ამუშავდა დღეს

ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია….

დამნაშავე ვინ არის… ჩემზე უკეთ იცით…

ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.

ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.

სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა.

დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია

ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში“,- წერს ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ამ პრეპარატის კვლევამ დაადგინა, რომ ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა შემცირდა 70%-ით და სიმპტომების პერიოდი კი, ოთხი დღით" - ზაზა წერეთელი

🔵ცოლს კლიტორი მოაჭრა, მისი საყვარელი კი იმპოტენტი გახადა - შურისმაძიებლის გაუხმაურებული ამბავი

🔵ქართველი დედა და მამინაცვალი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი და „საიდუმლო“ შვილები - პუტინის უცნობი ამბები