ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადამიანებს,რომლებსაც პფაიზერის მიმართ კითხვის ნიშნები აქვთ ცოტნე ჯავახიშვილის პოსტის წაკითხვას სთავაზობს.
„ვისაც ინტერესი გაქვთ გაეცანით, რადგან მეცნიერული ნიუანსების საჯარობაა ახლა მოდაშია, ამაზე კვალიფიციური წილხვედრილიდან არავინ მეგულება!“ - წერს კულუმბეგოვი.
ცოტნე ჯავიშვილის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საკითხავი დრო - დაახლოებით 2 წუთი.
PS ის მაგივრად: პფაიზერს დაახლოებით 40 კონტრაქტი აქვს ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან. მთელ მსოფლიოში. იგივეს აკეთებენ სხვა ფარმაგიგანტებიც. მაგ: როში, მერკი, ნოვარტისი...
ტექნოლოგიები იბადება და მუშავდება პატარა კომპანიებში. დიდი ფარმები ყიდულობენ ამ ტექნოლოგიებს (ან თვითონ ბიოტექებს). ინდუსტრიული სიმძლავრეები მხოლოდ მათ აქვთ. Pfizer-BioNtecch ალიანსი ერთ-ერთი მაგალითია.
კორონა პანდემიის განსაკუთრებულობის გამო პფაიზერი თავის კონტრაქტორებთან პრე-და კლინიკური კვლევების თითქმის ყველა მონაცემს ამოწმებდა. უფრო სწორედ, ამოწმებინებდა. ასეთი მიდგომის უპირატესობა ე წ ჯვარედინი კონტროლია. ეს გასაგებია. სხვათა შორის ბოლოს ყველა მონაწილის შედეგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ცხადია კონფიდენციალურობის ფარგლებში. ეს კერძო ინიციატივა და კერძო კონტრაქტებია. არც კი ჩნდება FDA ს დოკუმენტაციაში.
ერთ-ერთი პარამეტრი (სხვა ბევრ და ბევრად უფრო მნიშვნელოვანთან ერთად) ჯერ კიდევ ვაქცინაზე მუშაობის გარიჟრაჟზე, იყო სწორედ ADE, ის რამაც როგორც ვხვდები რაღაც ალიაქოთი გამოიწვია (ზუსტად არ ვიცი რატომ ჩვენთან, და თან მაინცდამაინც ახლა).
ADE ს შემოწმების მეთოდი სტანდარტული და უმარტივესია. ეს ისედაც კეთდება ყველა ბიოტექში ვინც ანტისხეულებზე და ADC-ზე მუშაობს. ADC სხვა რამეა - Antibody Drug Conjugate, ADE-ში არ აგვერიოს.
ჰოდა, რატო გამიგრძელდა სიტყვა - რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და რისი უფლებაც მაქვს იმას მოგახსენებთ - მსოფლიოს საუკეთესო ბიოტექების საერთო დასკვნა: პფაიზერის ვაქცინის დიზაინში ADE ს რაოდენობრივი მახასიათებელი „დეტექციის მიღმაა“ ან „დაბლა“, (below detection). როგორც გაირკვა, პფაიზერმაც იგივე შედეგი მიიღო, ანუ ვერც მათ დაინახეს.
თუ ასეთი ლაბორატორიების შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ - მთლიანი კორონავირუსის ხელოვნურად აწყობა, ნულიდან, 7 დღეში ხდება. ჩვენ სინთეტიური ბიოლოგიის ეპოქაში ვცხოვრობთ.
ჩვენში დარჩეს და ამაზე წერა, და მით უმეტეს კამათი დროის კარგვაა. სხვა ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები ხდება კორონა სამყაროში.
რაც შეეხება კორონას გენომის ერთი ნაგლეჯის რევერს ტრანსკრიპციის გზით ჩვენი „გენეტიკის“ შეცვლა - ბიოლოგიურად შეუძლებელი რამეა. სომატურს დ გამეტურს შორის განსხვავება ხო გვახსოვს სკოლის ბიოლოგიიდან? გვახსოვს“, - წერს ჯავაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
9 დაავადება, რომლისგანაც ყავა გიცავთ
ისევ დისტანციური სწავლაა გამოსავალი - ფანჯიკიძე
„არცერთი არ აცრილა - ბიძინა, პატრიარქი და მიშა - 3 ყველაზე მსხვილი ინფლუენსერი“- მიშა მშვილდაძე