Digest Logo

„ჩვენი პატრიარქის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს“ - თათარაშვილი ინიციატივით გამოდის

1625505253
თემურ თათარაშვილი

„ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს“, - ასე ეხმაურება მომღერალი თემურ თათარაშვილი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ზოგმა ადამიანმა ვერ დაიჯერა რომ ამ სტატუსს თემურ თათარაშვილი დაწერდა და გაუგებრობა ეგონათ, თუმცა პოსტის კომენტარებით ირკვევა, რომ არც სხვას დაუწერა და არც თემურ თათარაშვილი ხუმრობს.

ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.

მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ჩემი შვილი კანკალებდა... კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ და შემომიცვივდნენ - სადარბაზო სისხლითაა მოსვრილი - ხათუნა მშვიდობაძე

სრული სია - ჟურნალისტები, რომლებიც დღეს დაშავდნენ

3 ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ფილტვი - როგორია დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა