Digest Logo

დააბრუნეთ კომენდანტის საათი, სტუმარი წასვლას ვეღარ მიხვდება - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში რეგულაციების შემსუბუქებას

1624353792
კომენტარები

დღეს, 22 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების ნაწილი უქმდება, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათი და ღია სივრცეში პირბადის ტარება

როგორც სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში იუმორით შეხვდნენ. ,,დაიჯესტი" გთავაზობთ, გამორჩეულ კომენტარებს, რომლებიც მოქალაქეებმა ინტერნეტსივრცეში დააფიქსირეს.

მაშ ასე:

კოტე ხრიკაძე: მაღაზიიდან გამოსულმა ისე მოვიხსენი პირბადე, კადრის შენელება და მუსიკის დადება მოგინდებოდათ.

შორენა სურმანიძე: მე სხვას ვახარე ქუჩაში, მოიხსნა შეზღუდვა -თქო, ჰოდა, მე რომ გამოვედი მაღაზიიდან, დამავიწყდა მოხსნა „ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო“ დამემართა.

ჩვენი ჩანთები: ავოიეეე, რა მაგარია... ფიტის მძღოლი ახლა მაინც ვეღარ დამემალება... საშვით რო დაეთრეოდა ღმღამობით....

LaNa Mires: აბა ვისი ქმარი აღარ იქნება 9 - ზე სახლში?

Dito Ghurtskai: ისევ 9 ზე ვიქნები სახლში, მე ამ თავისუფლებას ვერ მივეჩვევი !!

გიორგი ელიზბარაშვილი: 1 ივლის რამე დღესასწაული დავაწესოთ.

ნაკაშიძე: ახლა ვეღარ მიხვდება სტუმარი წასვლას. დააბრუნეთ კომენდანტის საათი

თათია თუთაშვილი: ხო ტურისტებს მოუხსენით და ჩვენ გვაწამეთ მერე, სეზონი რომ გავა

თიკ ჯალიაშვილი: ამეტირა, რანაირი ამბავია