Digest Logo

„დაქოქა ძველისძველი, თეთრი მერსედესი, შემოაგდო ტაქსის ნიშანი, გამო###ებული მეზობლები უნდა წავიყვანო ასაცრელადო, თვალი ჩამიკრა და გაგაზა“

1629490375
მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მასსა და ანტივაქსერს შორის შემდგარ დიალოგზე წერს.

„ნაცნობი შემხვდა დიდი წვერით, სახემოღრეცილი, უცბად დაბერებული
-ხო მშვიდობა გაქვს მეთქი, ვკითხე.
-2 კვირის წინ მშობლები დამეღუპა კორონათიო
-აცრილები არ იყვნენ მეთქი? სევდანარევი გაკვირვებით ვკითხე და მხარზე ხელი მივარტყი.
-ოჰ, მაგ ჭკუაზე ვარ რომ აცრას მოვაკვლევინებდი მშობლებსო
გავშრი
ტელეფონმა დაურეკა(უფრო სწორად მთელი ეს ლაპარაკი ურრკავდა და ეს არ აქცევდა ყურადღებას) სიგარეტის ნამწვი მანქანის საბარგულზე ჩააქრო და კაი, კაი მოვდივარო უღიმღამოდ მიაძახა ვიღაცას!
დაქოქა ძველისძველი, თეთრი მერსედესი, შემოაგდო ტაქსის ნიშანი, გამოყლეებული მეზობლები უნდა წავიყვანო ასაცრელადო, თვალი ჩამიკრა და გაგაზა
3 წამში მუხრუჭების საშინელი ხმა იყო, აი თვალებს რომ დახუჭავ და შეჯახებას ელოდები ისეთი.
უკუსვლით წამოვიდა, შენ აიცერიო?
შიშით ვერაფერი ვუთხარი, თავი დავუქნიე
თუ ცოცხალი იქნები, 15ში ორმოცია და მოდიო!
ევროკავშირი კი არა, გაეროდანაც გამოსაგდებები ვართ “- წერს მაქარაშვილი.


აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵„როგორ დაგტანჯეთ იესო, სიკვდილსაც შენ გაბრალებთ- უფალს თავისთან უნდა კარგებიო… როდის გავცხოველდით ასე?!" - მაიკო დემურიშვილი

🔵„ძალიან იბრძვის - იქ მარტოა ახლა... გავამხნევოთ რა, გოლი აქვს გასატანი სიკვდილის კარში“- თანდაშვილი ინფიცირებულ 20 წლის ფეხბურთელზე

🔵„ფაიზერის მეორე დოზაზე მისული სინოფარმით ამცრეს... შევუვარდი იმ ქალს, ავტეხე ერთი ამბავი“- რა მოხდა აცრის ერთ-ერთ პუნქტში