ალბათ, ყველამ ვიცით, კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციიდან ხშირად გვაწვდის ინფორმაციებს და გვიყვება იქ გატარებული დღეების შესახებ.
მისი პოსტები საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულია და, შესაბამისად, დიდი გამოხმაურებაც აქვს.
დღეს ის ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს კლინიკაში მყოფ ფეხბურთელზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაამხნევონ 20 წლის ბიჭი.
„ფეხბურთში ვერ ვერკვევი, კლუბებში და გუნდებში და გთხოვთ დახმარებას!
შეუძახეთ თქვენიანს!
20 წლის ბიჭი მძიმეა ძალიან, 24 ფილტვის დაზიანება აქვს!
ეშინია, ძალიან იბრძვის - იქ მარტოა ახლა, გუნდი არ ჰყავს თავისიანების
ფეხბურთელია, მაიკაზე მივხვდი...
არ ვიცი რომელ გუნდში თამაშობს ბიჭებო გავამხნევოთ რა, გოლი აქვს გასატანი სიკვდილის კარში.
შეუძახეთ, ჩემი ხმა არ ყოფნის
რესპუბლიკურის რეანიმაციაშია
და სიყვარულის დიდი ბუშტი სჭირდება ჩვენგან
აცერით რა მშობლები და აიცერით!
მიდი რა ვახო, არ გვიღალატო“,- წერს თანდაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„დაფიქრდით რას სჩადით!... არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს" - ვის მიმართავს თამარ ჟამურაშვილი