Digest Logo

„დამამშვიდებელს სთხოვდა ფარმაცევტს, ისეთი მომეცით, რომ გამთიშოსო.... პანიკა ჰქონდა ამ გოგოს, თავს ვერ აკონტროლებდა" - რა მოხდა ერთ-ერთ აფთიაქში

1629725498
აფთიაქი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნონა გრიგალაშვილი აფთიაქში მომხდარ ამბავზე წერს. მისი თქმით,  ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ეპიდვითარების გამო ძალიან შეშინებული იყო, დამამშვიდებელი აბების შეძენა სურდა.

„დღეს აფთიაქში მომიწია შესვლა...ჩემს წინ გოგონა იდგა და დამამშვიდებელს სთხოვდა ფარმაცევტს, ისეთი მომეცით, რომ გამთიშოსო....ისეთი პანიკა ჰქონდა ამ გოგოს, თავს ვერ აკონტროლებდა...დაამშვიდეს, დააწყნარეს მადლიერმა ხალხმა და წამალიც ურჩიეს. პრობლემებზეც შეეკითხნენ მორიდებით, რატომ იყო ასე დაპანიკებული და რა თქვა იცით, ორმაგი პირბადეს მიღმა? უკვე მეშინია ჰაერსაც, რომ ვსუნთქავ რამე სასიკვდილო არ შევიყნოსოო... ძალიან არაადეკვატური იყო. საბრალო, უკონტროლო და გამოუვალ სიტუაციაში მყოფი, რა შევატყვე იცით? დაუფარავად აღიარა თავის სიგიჟე, რომ ხალხის თანაგრძნობა ეგრძნო....წუხდა ასეთი შიშები არასდროს მქონია, ჩემზე უნერვო ადამიანი არ არსებობდაო... ძალიან შემეცოდა, გულწრფელად. მე ჩემი თავი მეგონა პანიკა და თურმე ხალხი უარესს დღეშია. წამოვედი და ვფიქრობდი, რას დაემსგავსა ხალხი, თუ რას დაამსგავსენ. ცოდოები ვართ ძალიან და უსუსურები...უბრალოდ ყველაფრის გადმოცემა ზომიერად და მისაღებად არ გამოიწვევდა ამხელა ისტერიკას ხალხში, ფარმაცევტების არ იყოს, ამდენი დამამშვიდებელი ჯერ არ გაგვიციაო.... შევატყვე ყველა ფსიქოლოგიურად ჩამოშლილი ადამიანი იდგა ჩემს წინ! ხალხს ცხოვრება დაენგრათ, ლაღი ცხოვრება, რომლის უმადურები ვყოფილვართ და ჩვენ ხომ არასდროს არ ვაფასებდით იმ გიჟ და მხიარულ დროს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „მეგობარი გოგონა წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს" - გრიგოლეთში მამაკაცი დაიხრჩო

🔵გიგი უგულავას ყოფილი ცოლი, ლელა კილაძე, ყოფილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს - „მიყ­ვარ­ხარ სა­მუ­და­მოდ...“

🔵VIDEO: „მკვდარი მაინც ვიპოვოთ, ნახეთ დედა რა დღეშია“ - მეორე დღეა აბაშაში 12 წლამდე მოზარდს მდინარეში ეძებენ