სოციალური ქსელის მომხმარებელი მიშა გეწაძე სტატუსს აქვეყნებს და კოვიდ ისტორიის შესახებ წერს, რომელიც თავს გადახდა.
მისი თქმით, კოვიდ ტესტმა დადებითი უჩვენა, თუმცა მას რეალურად ვირუსი არ დაუდასტურდა.
„სალამი მეგობრებო, ჩემ კოვიდ ამბავს მოგიყვებით.
თურქეთიდან რომ დავბრუნდით თან გვქონდა იქ წინა დღეს გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხები, საზღვარზე შემოსვლისას გვითხრეს რომ 3 დღის განმავლობაში უნდა გაგვეკეთებინა PCR ტესტი.
გავიკეთე, მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს რომ კოვიდი მაქვს, არანაირი კოვიდის ნიშანი არ მქონია, არც კოვიდიანებთან კავშირი და ცოტა ეჭვი შემეპარა თან 12 დღე იზოლაციაში ზედმეტი დასვენება გამომდიოდა, გადამოწმების მიზნით შეგიძლიათ კიდევ გაიკეთოთო, 2 ლაბორატრიაში გავიკეთე PCR და მის შემდეგ სახლში ვარ ნუ მეორე დღეა, ორივე ტესტზე უარყოფითი პასუხია არ ვიცი პირველი რატომ დამიდასტურდა, ნუ ბევრი ვარიანტია და განხილვაც შეიძლება. პასუხების გაგებისთანავე დავრეკე ყველგან და ამომიღებენ კოვიდ დადასტურებული პაციენტების სიიდან და ჩვეულებრივად გავაგრძლეებ ცხოვრებას.
იმის თქმა მინდოდა რომ 1 დადებითი განაჩენი არაა, ტესტი შეიძლება შეცდეს და ტყუილად ნუ დაკარგავთ 12 დღეს თუ არანაირი სიმპტომი არ გაქვთ გადაამოწმეთ
გისურვებთ ჯანმრთელობას,“ - მიშა გეწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ირმა ინაშვილიც აცრილია, ხალხო, თქვენ რა გჭირთ?“ - პაატა იმნაძის შვილი გამომწერებს მიმართავს