Digest Logo

„31 მაისის შემდეგ ერთი ღამეც კი არ მღირსებია მშვიდი ძილი... ნუ დაუშვებთ ამ შიშს თვალებში ჩახედოთ, ნუ დაუშვებთ თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოთ...“

1628659035
კოორნა

სოციალური ქსელის მომხმარებელი სტატუსს აქვეყნებს და ოჯახური კოვიდ ისტორიის შესახებ წერს.

როგორც მისი სტატუსიდან ვიგებთ, მისი ოჯახი ყველა ვირუსი უკვე მისი ოჯახის ყველა წევრმა გამოიარა, ზოგმა ნაკლები სიმძიმით, ზოგმა კი უფრო რთულად.

„დღეს გავიმარჯვე.

ნეტავ ვის უყვარს მარცხი, მაგრამ არასდროს იცი ცხოვრებაში წინ რა გელოდება, არც ღირს გარისკვად, ამიტომ აიცერი შენი და სხვისი სიცოცხლისთვის.

და თუ კიდევ ფიქრობ რატომ უნდა გააკეთო ეს, ჩემს ბოლო 72 დღეზე ისევ მოგიყვები.

31 მაისის შემდეგ ერთი ღამეც კი არ მღირსებია მშვიდი ძილი, 31 მაისის შემდეგ მოვდივარ და მოუყვები კოვიდურ ამბებს, რომელსაც დასასრული ჯერაც არ აქვს. სანამ საკუთარ თავზე და ოჯახზე არ გამოვცადე მეც ვერ გავაცნობიერე როგორ ამოვყავი თავი უთანასწორო ბრძოლაში, სადაც იცი როგორი ხდები? ყველაზე მშიშარა და ყველაზე დაუცველი. შეგეშინდება ყველაფრის, შეგეშინდება საკუთარი თავის, საკუთარი გულის, საკუთარი სხეულის.

მე დავამარცხე კოვიდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-5 პალატაში, სადაც თითქმის არავის ეღვიძა და არასდროს დაუშვებ ეს საშინელება მეორედ გამოვიარო.

ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა გაუმკლავდა ამ ვირუსს, მაგრამ ყველამ იცით როგორ დავმარცხდით 19 ივლისს, ეს იყო 41-დღიანი ჯოჯოხეთი, წარმოუდგენელი შიში, დაუცველობის განცდა, ტკივილი
რომელიც ჯერაც მოუშუშებელია, ჯერაც მოუნელებელია, ჯერ კიდევ გაქვს განცდა იმის, რომ რაღაც ვერ გააკეთე, რაღაც არასწორად გამოვიდა, სადღაც შეცდომა დაუშვი.

ამ ყველაფერს მოჰყვა კოვიდ დადებითი დეიდაჩემი, დედაჩემი და მამაჩემი და თითქოს ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო, ისევ დავიწყე ღამე უმისამართოდ ბორიალი, ისევ ვიპარავ კარადიდან წამალს და ისევ მინდა გავითიშო ამ სამყაროდან.

მაგრამ დღეს დედაჩემი ჯანმრთელი გამოეწერა ბოჭორიშვილის კლინიკიდან, დღეს ერთით ნულია, დღეს მაქვს უფლება ვთქვა რომ გავიმარჯვე, დღეს მაქვს უფლება ვთქვა რომ სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შევძელი ამომესუნთქა და შემესუნთქვა რაღაც სხვანაირი, სიცოცხლის ფერი ჰაერი.

5 დღეში კიდევ ერთი ქულით უნდა გავიმარჯვო. ამაში იმდენი ადამიანი მეხმარება, სხვანაირად არ შეიძლება.
აიცერით ხალხნო, ნუ დაუშვებთ ამ შიშს თვალებში ჩახედოთ, ნუ დაუშვებთ თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოთ. მეტი გზა არ გვაქვს! არ გვაქვს სხვა გამოსავალი!
ნუ დაუშვებთ თქვენი ცხოვრება, თქვენივე არასწორმა გადაწყვეტილებამ შეცვალოს!,“- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო... ასე რომ არ ყოფილიყო, გუშინ არაადამიანური ხმით აღმომხდარი „აღარ არის" გულს არ გაგვიგლეჯდა" - რუსუდან ცხომელიძე

„კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“ - CDC-ის კვლევა

„წევხარ და ელოდები როდის შემოვლენ დიდი ცელოფნის პარკით. წარმოუდგენელი შიში და ემოციები ტრიალებს ალბათ ამ დროს სხეულში“ - ჟურნალისტი